ალა აშა ზლარქვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:12, 3 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალა აშა ზლარქვა (Ала ашIа зларкIуа) – აბაზური მაგიური რიტუალი, რომლის მიზანს გარეთ დარჩენილი საქონლის ნადირისაგან დაცვა წარმოადგენდა. საამისოდ, გახსნილ მაკრატელს შვიდჯერ შეულოცავდნენ და შვიდჯერვე სულს შეუბერავდნენ, შემდეგ კი კარის ზღურბლთან ახლოს მიწაში ჩაარჭობდნენ. თუ საქონელი გამოჩნდებოდა, მაკრატელს ამოაძრობდნენ და მაგიურ „ფარღაბ“ (фаргъаб) სიტყვას წარმოთქვამდნენ, რათა ნადირი პირშეკრული არ დარჩენილიყო და შიმშილით არ მომკვდარიყო.
ლიტერატურა
Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.