აჩმა (გადასახადი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:37, 3 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აჩმა - აფხ. ურვადი, გადასახადი, რომელსაც უხდიდა სასიძო საპატარძლოს მშობლებს. ადრეულ პერიოდში აფხაზებში გავრცელებული იყო აჩმა, რომელიც მიგრანტებს ჩრდილო კავკასიიდან ჩამოჰყვათ. ქორწილის წინ მამაკაცი ვალდებული იყო აჩმა მთლიანად გაესტუმრებინა. მოგვიანებით მამაკაცს ნაწილ-ნაწილ შეეძლო მისი გადახდა, მაგრამ თანდათან აფხაზებმა ქართველებისაგან მზითევის ჩვეულება შეითვისეს და აჩმა საერთოდ დაკარგეს.