დოღონაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:15, 3 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დოღონაკი- (ჯაფა) ტყავის მოსაქნელი რკინის ხელსაწყო. ბლაგვპირიანი. დასამაგრებლად ჰქონდა ფეხები, რომლითაც მიწაში ჩასობილ ხის ბოძზე ამაგრებდნენ. მაჯაგანში მოქნილ ტყავს დოღონაკში უფრო უკეთესად ამუშავებდნენ.
ლიტერატურა
ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები, 1973. ნ.ჯ.