არსენი (აფხაზეთის კათოლიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:46, 5 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არსენი – აფხაზეთის (დას. საქარველო) კათოლიკოსი XIV საუკუნის 90-იანი წლები. ცნობა იმერეთის მეფისა, გიორგი I (1389-1392), დროს არსენის 1390 წ. კათოლიკოსად დადგენის შესახებ დაცულია ბატონიშვილ ვახუშტის თხზულებაში. უცნობია მისი ზეობის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი. არსენს შეუდგენია წმ. აბიბოს ნეკრესელის სჳნაქსარი.