აქვრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:45, 6 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აქვრა (აქοრა) - აფხ. „დაფიცება, ფიცის დადება“. სამჭედლოს გრდემლთან აჟიირა ნჷხაში (სამჭედლოს სალოცავი) სამჭედლოს გრდემლთან შურისმაძიებელი სისხლ-მესისხლეობის დროს ფიცს დებდა, რომ მისი ახლობლის მკვლელზე უსათუოდ შურს იძიებდა. აქვე ხდებოდა ასევე მტრის დაწყევლა და ეჭვმიტანილის ფიცის დადებაც, რომ მას ესა თუ ის საქციელი ან ქურდობა არ ჩაუდენია.