თორაკია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:32, 6 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თორაკია - ოქროთი შემკული გერბის ფარი, რომელიც აღიქმება როგორც ტანსაცმლის ნაწილი და რომელსაც ატარებდნენ დედოფლები, მაღალი წრის ქალები და გვხვდება აგრეთვე წმინდათა ჩაცმულობაშიაც. ესაა მახვილპირიანი ფარის ტიპის ნიშანი, რომელზედაც ხშირ შემთხვევაში გამოსახულია ჯვარი და მდიდრულადაა შემკული.
ქართულ ხელოვნებაში თორაკიათი წარმოგვიდგებიან ზედაზნისა და ატენის ქტიტორები, ასევე წმინდანები, განსაკუთრებით ეკატერინე და ელენე. თორაკიანი გამოსახულებები გვხვდება კრიხის, ბოჭორმის, მაცხვარიშის, ვარძიის, ანანურისა და სხვათა მხატვრობაში.
ლიტერატურა
ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964. ე.ნ.