ელდა (მითოლოგია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:25, 7 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელდა (ოს. Елдæ) — ნართული ეპოსის პერსონაჟი ალაგათების გვარიდან, ნართი ურუზმაგის პირველი ცოლი. ურუზმაგის დამ — სათანამ მას საქორწილო კაბა და თავსაფარი დასტყუა და ასე გადაცმულმა ბალციდან (ლაშქრობიდან) დაბრუნებულ ძმასთან სარეცელი გაიყო. მოტყუებულ ელდას გული გაუსკდა და მოკვდა.
ლიტერატურა
Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.