ნექტარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:50, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნექტარი – (ბერძნ.) ღმერთების სასმელი, რომელიც მათ მარადიულ ახალგაზრდობასა და უკვდავებას ანიჭებდა. პოეზიაში ნექტარი სიტკბოებისა და კეთილსურნელების სინონიმად გვევლინება.
გადატანითი მნიშვნელობით იგი დიდებულ სასმელს აღნიშნავს.