ახტერშტევენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:33, 8 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახტერშტევენი - (ჰოლ. achtersteven < achter – უკანა და steven – დგარი) გემის ქვედა, კიჩოსეული ნაწილი ხისტი კოჭის ან რთული ფორმის ჩარჩოს სახისა, რომელზეც ბოლოვდება ვერტიკალური კილი, ბორტული შემონაკერი და ანაკრეფი. ახტერშტევენი აგრეთვე არის სანიჩბავი ლილვისა და საჭის საყრდენი, იცავს საჭესა და სანიჩბავ ხრახნს დარტყმებისგან.