ბულბკილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:12, 8 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბულბკილი - (ინგლ. bulbkeel) ფარფლური კილის კონსტრუქცია, გამოიყენება იალქნიან იახტებზე და მოდელებზე.
შედგება ბრტყელი ან პროფილირებული ლითონის ფურცლისგან, რომელსაც ქვემო ნაწიბურზე გარსშემომდენი ფორმის მძიმე ბალასტი–ბულბი აქვს. ბულბკილი შეიძლება იყოს შედუღებული ან სხმული; იახტის კორპუსზე მაგრდება ჭანჭიკებთ.