დამბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:37, 8 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დამბა - (ჰოლ. dam) საზღვაო ჰიდროტექნიკური ნაგებობა ზღვის სანაპირო დაბლობების დატბორვისგან დასაცავად, პორტის მისასვლელი არხების შემოსაღობად სანაოსნო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ავანპორტებისა და პორტების აკვატორიების დასაცავად ტალღის, ყინულისა და ნარიყის ზემოქმედებისგან.
