საკადრისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:25, 8 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საკადრისა - (Vigna angularis (Willd.) Ohwi & H. Ohashi). პარკოსანთა ოჯახის მცენარეული კულტურა. ტერმინები „საკადრისა“ ან „საკადრისი“ გვხვდება XVII-XIX საუკუნეების წყაროებში (მაისაია, 2013).
გ. აბესაძის გამოკვლევებით (1945), საკადრისა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროდან დაწყებული ლიახვის ქედამდე. საკადრისა შემოდგომაზე ითესება, მაისს-ივნისში ყვავილობს, მოგრძო და განიერ პარკს იკეთებს; ერთ პარკში 10-მდე მარცვალია. მოხარშულ პარკს შეაზავებენ ძმრით, ნიგვზითა და მწვანილით (გოცირიძე, 2007).
წყარო
- პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016