პოშოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:27, 8 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოშოლა - რბილი ხორბლის უფხო ჯიში რაჭაში “პოშოლას” სახელითაა ცნობილი. ეთნოგრაფიული მონაცემებით, პოშოლა, ხულუგოს მსგავსად უფხო, მრგვალი მსხვილთავთავიანი, თეთრი ხორბალია; ითესება გაზაფხულსა და შემოდგომაზეც, ადრე შემოდის (ბრეგაძე, 1969).
ლ. ფრუიძე (1986) შრომაში - „რაჭა ეთნოგრაფიის თვალით“ აღნიშნავს: რაჭაში უკანასკნელ პერიოდში ხორბალი საერთოდ არ ითესება, მაშინ როდესაც იფქლს, ხულუგოს და დიკას არა მარტო ისტორიული, არამედ დიდი სამეურნეო ღირებულება აქვთ.
წყარო
პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016