რეფრიჟერატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:06, 8 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეფრიჟერატორი, რეფრიჟერატორული გემი - (ფრ. Refrigerateur – მაცივარი < ლათ. refrigeo – ვაცივებ) მშრალტვირთიანი გემი მალეფუჭებადი ტვირთების (ბოსტნეულის, ხილის, ბანანის, გაყინული ხორცისა და თევზის) გადასაზიდად. აქვს სამაცივრო მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ტრიუმებში –30 °C -მდე ტემპერატურას.