შლუპკვანძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:47, 8 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შლუპკვანძი - ამ კვანძის შესაკრავად გვარლის წინმავალ ნაწილს ჯერ ნავის რგოლსარჭში გაატარებენ, ხოლო შემდეგ პირველი ბანკას ქვეშ. ამის შემდეგ შეიკვრება კვანძი მეორე ბანკაზე ისე, როგორც ნახაზზეა ნაჩვენები.
ეს კვანძი გამოიყენება შლუპის (ნავის) ბუქსირებისთვის, როდესაც მასზე ხალხი იმყოფება. ამ კვანძის გასახსნელად საკმარისია ძლიერად გამოვწიოთ წინმავალი ნაწილი. ცხადია, ეს კვანძი მხოლოდ იმ ნავებისთვის გამოდგება, რომლებსაც აქვთ ბანკა.
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;