თალგამი (საზღვაო კვანძი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:50, 11 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
“თალგამი” -თალგამი კნოპის ერთ-ერთი სახეა. კნოპი არის გვარლის ბოლოზე განსაკუთრებული წესით გაკეთებული კვანძი. ეს დასახელება განპირობებულია ამ კნოპის გარეგნული მსგავსებით თალგამთან. “თალგამის” გასაკეთებლად გვარლის გაშლილ ძარღვებს ჯვარედინად დაალაგებენ ისე, როგორც ნახ.-ზეა ნაჩვენები. ჩვეულებრივად საკმარისია ორი-სამი გაყრა ისევე, როგორც მოკლე ნაწნავის შემთხვევაში. ამგვარად მიიღება ცილინდრული კნოპი, რომელიც არ აძლევს გვარლს ძარღვებად დაშლის საშუალებას.