საკასრე კვანძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:54, 11 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საკასრე კვანძი - ეს კვანძი ძველთაგანვე გამოიყენება სავსე და თავღია კასრების ვერტიკალურ მდგომარეობაში მაღლა ასაწევად. საკასრე კვანძი გამოდგება ნებისმიერი ცილინდრული სხეულების ასაწევად, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო სამეურნეო საქმიანობაში და ყოფაცხოვრებაში. ეს კვანძი გამოდგება აგრეთვე დეკორატიული მიზნებისთვისაც, ოთახის ყვავილების ქოთნების ჩამოსაკიდებლად კედელზე.