ორგიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:57, 19 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორგიები – (ბერძნ.) საიდუმლო რელიგიური წეს-ჩვეულებანი, რომლებიც ღვთაებათა პატივსადებად იმართებოდა. ორგიების ანუ საიდუმლო წესთა აღსრულება ძირითადად ღამით ხდებოდა მთებში ან ტყიან ველ-მინდვრებზე მუსიკისა და უგონო როკვის თანხლებით. ორგიათა მონაწილეებს ხშირად ხელთ ეპყრათ ანთებული ჩირაღდნები.