ალიპრიალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალიპრიალა

ალიპრიალაგარგარის ეს ჯიში უნდა იყოს ადგილობრივი წარმოშობის, ვინაიდან სხვაგან არსად გვხვდება. გავრცელებულია მეტადრე ხიდისთავში ცალკე მდგომი ხეების სახით – საკარმიდამო ნაკვეთებსა და ბაღებში.

ამ ჯიშს ამრავლებენ ჭერამზე მყნობით. ცალკე მდგომი 30–40 წლის ხეები ძლიერ განვითარებულია. ახასიათებს ყოველწლიური საშუალო მოსავლიანობა. ხე ინვითარებს ძლიერი ზრდის გაშლილ ბრტყელ ვარჯს. ფოთოლი მსხვილია, მუქ–მწვანე. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს.

ნაყოფი ძლიერ მსხვილია (6,0X5,8X5,4 სმ.), მისი საშუალო წონა 97,5 გრ.–ს უდრის. ნაყოფის ფორმა კვერცხისებრია, ნაყოფის ბოლო ცერად შეჭრილია. ღარი ნაყოფზე ღრმაა. ძაბრი საშუალო სიღრმისაა.

ნაყოფის კანი სქელია. საშუალო სიმკვრივის, სუსტად შებუსვილი, შებუსვა მოკლე ხავერდისებრია. ნაყოფის კანის ძირითადი ფერი მოვარდისფრო–ყვითელია; ნაყოფის ზედაპირის 3/4 დაფარულია წითელი აგურისფერი შეფერვილობით.

ნაყოფის ხორცი ნარინჯისფერია, რბილი, წვნიანი, გადამწიფებული ფქვილისებრ კონსისტენციას ღებულობს. გემო ტკბილია, კანთან კარგად გამომჟღავნებული მჟავეობა აქვს.

კურკა ადვილად სცილდება ნაყოფის ხორცს; კურკა ძალიან ბრტყელია, შეადგენს ნაყოფის წონის%–ს. ჯიში აავადდება ლაქიანობით.


როგორც სუფრის ჯიშს, ალიპრიალას კარგი თვისებები აქვს: ლამაზი, მსხვილი ნაყოფი, რომელიც ადრე მწიფდება. სიმწიფე არაერთდროულად ახასიათებს, ქართლის რაიონებში იკრიფება 5–12 ივლისამდე.

ვარგისია როგორც საკომპოტე ჯიში. მისგან მომზადებული კომპოტი უმაღლესი ხარისხის გამოდის.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები