ლოტოფაგები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:49, 21 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლოტოფაგები – (ბერძნ.) („ლოტოსიყლაპიები“). მითოსური ხალხი. რომელიც ლიბიაში სახლობდა. „ოდისეაში“ ნათქვამია, რომ ადამიანები, რომლებიც იგემებენ ლოტოსს, ივიწყებენ წარსულს.
გადატანითი მნიშვნელობით, „ლოტოფაგების ქვეყანა“ გულისხმობს ადგილს, სადაც სევდა და მწუხარება მეხსიერებას განრიდებია.