ბობოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:59, 11 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბობოლა – დიდმარხვის სიმბოლოხახვის ბოლქვი, ან ნაცრით სავსე პარკი (ფშავი), რომელშიც ქათმის, ან სხვა შინაური ფრინველის შვიდი ნაკრტენი (დიდმარხვის შვიდი კვირის სიმბოლო) იყო გარჭობილი. ასეთ სადიდმარხო საფრთხობელას ოთახის ან აივნის ჭერზე ჩამოკიდებდნენ და ყოველი კვირის გასვლისას ერთ ნაკრტენს გამოაძრობდნენ. როგორც კი დიდმარხვა ჩაივლიდა, ბობოლას გადააგდებდნენ (შდრ. „კირკადოლ-ი“). ბობოლათი ბავშვებსაც აშინებდნენ.


ლიტერატურა

  • ს. მენთეშაშვილი. ქიზიყური ლექსიკონი. თბ., 1954;
  • ი. ქეშიკაშვილი. თედო რაზიკაშვილისა და ბაჩანას თხზულებათა ლექსიკა. თბ., 1969;
  • Анчабадзе, Ю., Волкова. Н. Старый Тбилиси. Город и горожане в XIX в. .М., 1990, გვ. 230.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები