არაგაცი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:47, 11 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არაგაც-ი (სომხ. Արագած) – მთა სომხურ მითოლოგიაში, მასისის (არარატის) დაჲ. მითის თანახმად, ერთხელ ერთმანეთის მოსიყვარულე დები, არაგაცი და მასისი, წაიკიდნენ. მათ შერიგებას ამაოდ ეცადა მთა მარუტა სარი; ბოლოს, განრისხებულმა ორივენი დაწყევლა, რის გამოც ისინი სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს.
ქრისტიანობის გავრცელების შემდგომი მითის თანახმად, არაგაცის მთაზე ლოცულობდა სომხეთში ქრისტიანობის მქადაგებელი, სომხეთის პირველი კათოლიკოსი, გროგორ განმანათლებელი (III-IV სს. მიჯნა), რომელსაც ღამეს ციდან ჩამოშვებული კანდელი უნათებდა.
ლიტერატურა
- Арутюнян С. Б. Арагац // Мифы народов мира. Т. I. М., 1980.