ალექსი-მესხიშვილი გაბრიელი იოანეს ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:05, 11 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალექსი-მესხიშვილი გაბრიელი იოანეს ძე - (1776–1836), კალიგრაფი, ანჩისხატის დეკანოზი და კანდელაკი. იზრდებოდა კათოლიკოსის ანტონ II-ის კარზე. მის მიერ გადაწერილი ხელნაწერები გაფორმებულია სინგურით შესრულებული სათაურითა და მთავრული საზედაო ასოებით. ცნობილია მის მიერ 1799-1833 წწ. გადაწერილი ხელნაწერები.