ამონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:10, 11 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამონა - (X ს. I ნახ.), ქართველი ხუროთმოძღვარი, ხანცთის რიგით მესამე ეკლესიის მაშენებელი. მოღვაწეობდა აშოტ კუხისა და გურგენ ერისთავთერისთავის დროს. მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“. გიორგი მერჩულის სიტყვებით, იყო „სიბრძნით სრულიად მაშენებელი“.
ვ. სილოგავა