იმპროვიზაცია (მუსიკა)
იმპროვიზაცია - (ლათ. Improvisus - მოულოდნელი, უეცარი), პროფესიულ მუსიკაში გავრცელდა შუა საუკუნეებში. XV-XVIII სს-ში იმპროვიზაციას მიმართავდნენ პოლიფონიურ მუსიკაში (ფუგა, პრელუდია), გენერალბასის სისტემაში. მუსიკის ტექსტის ზუსტად ჩაწერის შესაძლებლობამ XVIII-XIX სს-ში აღკვეთა შემსრულებლის თავისუფლება, თუმცა XIX ს-ის დასაწყისში საკონცერტო შესრულების დროს იმპროვიზაცია გვხვდებოდა ვირტუოზ შემსრულებელ-კომპოზიტორთა პრაქტიკაში (ლ. ბეთჰოვენი, ნ. პაგანინი, ფ. ლისტი, ფ. შოპენი). თანამედროვე მუსიკაში იმპროვიზაცია ძირითადად არსებობს ჯაზურ ხელოვნებაში და ზოგიერთ „ავანგარდისტულ“ მიმდინარეობაში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")