ავტოსტრადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:06, 14 მაისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტოსტრადა − განიერი გზატკეცილი, განკუთვნილი მხოლოდ ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობისათვის. იყოფა ზოლებად სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობისათვის. ზუსტად განსაზღვრულ ადგილებზე აქვს საგანგებოდ მოწყობილი შესასვლელები და გამოსასვლელები. განივი გადასასვლელები არ ჰკვეთს ავტოსტრადას და მოწყობილია სხვა დონეზე, ვიადუკებში ან გვირაბებში.