ავტოტიპია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:34, 14 მაისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტოტიპია – ტონური გამოსახულებების გადმოღების ფოტომექანიკური პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება თანდათანობითი გადასვლა თეთრი ტონიდან შავისკენ (ნახევარტონები). ნახევარტონების ავტოტიპურ კლიშეზე გადაცემას ემსახურება სხვადასხვა მცირე ზომის წერტილები — რაც უფრო მუქია ტონი, იმდენად უფრო მსხვილია წერტილები.