ენაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:44, 26 მაისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ენაკი
- 1. ლერწმის ვიწრო ფირფიტა, რომელიც მთელ რიგ ჩასაბერ საკრავებში ფარავს ჰაერის ჩასაბერ ხვრელს. ენაკი არსებობს ერთმაგი (გამოიყენება კლარნეტზე და საქსოფონზე) და ორმაგი (გამოიყენება ჰობოიზე, ფაგოტზე, ინგლისურ ქარახსაზე). ხალხური ენაკიანი საკრავებია: ბალაგანი, დუდუკი, ზურნა და სხვ.
- 2. ენაკიანი საკრავების მჟღერი დეტალი, ჩარჩოზე დამაგრებული ფირფიტა, რომლის თავისუფალი ბოლო არ ეხება ჩარჩოს კედლებს.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")