ალეგრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:17, 28 მაისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალეგრო - (იტ. Allegro - მხიარული, მკვირცხლი)
- მუსიკალური ნაწარმოების ჩქარი ტემპით შესრულება.
- ამ ტემპით შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები ან მისი ნაწილი (ჩვეულებრივ, სიმფონიის, სონატის პირველი ნაწილი).
- კლასიკური ცეკვის გაკვეთილზე — სავარჯიშოს დასკვნითი ნაწილი.
წყარო
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი