ა ლა სეგონდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:39, 24 ივნისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ა ლა სეგონდი (II პოზიციაში) — (À la seconde), ბალეტის ტერმინოლოგიით პოზა, რომლის დროს მომუშავე ფეხი აიწევა მაღლა გვერდზე. ბალეტის ფრანგულ სკოლაში ფეხების „დიდი“ პოზიციების აღნიშვნისას გამოიყენება აგრეთვე ტერმინი ა ლა კატრიემ (სიტყვასიტყვით — მეოთხეში), რომელიც აღნიშნავს წინ ან უკან ფეხის მდგომარეობას.