ანდანტე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:17, 25 ივნისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანდანტე - (იტ. andante)
- საშუალო სიჩქარის ტემპის ძირითადი აღნიშვნა, რომელიც მშვიდ, მხნე ნაბიჯს შეესაბამება.
- ამ ტემპით დაწერილი პიესის აღნიშვნა იმ შემთხვევაში, როდესაც მას საკუთარი სახელწოდება არა აქვს.
- სონატური ციკლის ნელი ნაწილების გავრცელებული ტემპი. გამოთქმები „ანდანტე ამა და ამ სიმფონიიდან“, ან „ანდანტე ამა და ამ კვარტეტიდან“, გულისხმობენ ამ ნაწარმოებების ნელ ნაწილებს; იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მათი ტემპი სხვაგვარადაა აღნიშნული.