ანტიპოდი (ცირკი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:45, 27 ივნისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანტიპოდი – ჟონგლიორობა ფეხებით, უმთავრესად ფეხის ტერფებით.
ანტიპოდისტი, ბალიშზე ან მუთაქაზე მხრებით დაყრდნობილი და ფეხებაშვერილი, წონასწორობას ინარჩუნებს, ჰაერში შეაგდებს და იჭერს ანდა ატრიალებს სხვადასხვა საგნებს. ჟონგლიორობის უძველესი სახეა.