ანტისტროფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:06, 28 ივნისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტისტროფი − ანტიკურ ტრაგედიაში ქოროს სიმღერის ლუწი სტროფი, რომელიც - რიტმის მიხედვით იმეორებდა მის წინამორბედ (კენტ) სტროფს. ანტისტროფს თან ახლდა ქოროს რიტმული მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ (დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ), ხოლო სტროფს — შესაბამისი მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ. — თუ ქორო შედგებოდა ორი ნახევარქოროსაგან, ანტისტროფს ასრულებდა მეორე ნახევარქორო. ≈ ყოველი წყვილი სტროფის რიტმული სხვადასხვაობა უფრო მეტ გამომსახველობას ანიჭებდა გმირების განცდებს.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები