ჭახრაკი (ჯარა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:08, 8 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭახრაკი − ფეიქრობაში გამოყენებული სართავ-საგრეხი დანადგარი, ჯარა. თითისტართან − ხერტალთან და ფეხისტართან შედარებით ჭახრაკი ხმარებაში გვიან შემოვიდა და ყოფას ბოლო დრომდე შემორჩა. მასზე ძაფის დაძახვა − დაგრეხა უფრო იოლი და სწრაფი იყო. ჭახრაკის გამოყენებამ ძაფის დაძახვის პროცესი დააჩქარა და, შესაბამისად, შრომის ნაყოფიერება გაზარდა. საქართველოს სხვა კუთხეშიც, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში, ხევსურეთში, ასევე, ზოგადად კავკასიაში ჭახრაკს მსგავსი გამოყენება ჰქონდა;