დიდი ხურვალეთის კვირაცხოვლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:40, 12 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიდი ხურვალეთის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ხურვალეთის აღმოსავლეთით 0,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (6,4X4,4 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ეკლესიას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს, აღმოსავლეთით და დასავლეთით - თითო ასეთივე სარკმელი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის დასავლეთ კედლის კუთხეების პილასტრებზე გადადის შირიმის ქვის თაღი, აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე - აგურით ნაწყობი ოდნავ შეისრული თაღი. თაღებს, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებს ემყარება აგურის კვადრატული კამარა. ეკლესიას აგურის თაროსებრი ლავგარდანი აქვს.