ბანჯო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 20 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბანჯო - (ინგლ. banjo) გიტარის მსგავსი სიმებიანი საწკმეტი საკრავი; ამერიკელი ზანგების საკრავის-ბონჯას რეკონსტრუქციით (დაახლ. 1830) შეიქმნა. ბანჯოს კორპუსი წარმოადგენს ტყავგადაკრულ პატარა დაფს. ლითონის ორმაგი სიმები კვინტებით იწყობა (ვიოლინოს ან ალტის გასაღებში). მასზე პლექტრით უკრავენ. მიღებულია 5,6 და 7 სიმიანი ბანჯო. წყობაში კვინტების გარდა გვხვდება კვარტა, ტერცია, შვიდსიმიანშია სეკუნდაც. ბანჯო გამოიყენება ჯაზურ ორკესტრებში აკორდული და რიტმული თანხლებისათვის,
წყარო
- ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი