ბი-ბოპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:11, 22 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბი-ბოპი – (ინგლ. bebop), ჯაზური მუსიკის მიმართულება (სტილი), რომელიც ყალიბდება 40-იანი წლების დასაწყისიდან და ცვლის „სუინგს“ (სახელწოდება მოდის ბგერითმიმბაძველური სიტყვიდან – „ბი-ბოპ“). ბი-ბოპი მაუწყებელია ჯაზის საბოლოო დაშორებისა გასართობი მუსიკის დანიშნულებისაგან. იგი უარყოფს „სუინგის“ ცეკვადობას, სასიმღერო მელოდიკას, ჰომოფონიურ წყობას და ფერადოვან პალიტრას და მათ ნაცვლად შემოაქვს საგანგებოდ გართულებული, დისონანსებით სავსე თემები, მჭახე, უხეში ხმოვანებები, თავისუფალი იმპროვიზაციების ნაკადი. ბი-ბოპი გზას უხსნის ჯაზს, როგორც თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთ განშტოებას.