ბრიგელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 23 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრიგელა – იტალიური კომედია დელ არტეს ტრადიციული პერსონაჟი. ამ დასში ორი „ძანი“ იყო. ერთ-ერთი მათგანის ამპლუას შეესატყვისებოდა ბრიგელა – მარჯვე, ეშმაკი, გონებამახვილი, ფიცხი ჭაბუკი. იგი ინტრიგის თავიდათავია. არლეკინისდაგვარად ბრიგელიც სოფლელი ბიჭია, მაგრამ ნაკლებად უბრალო და გულუბრყვილო.