სანდრო კანდელაკის ძეგლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 11 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სანდრო კანდელაკის ძეგლი - მონუმენტური ხელოვნების ძეგლი დგას ქ. მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრალურ მოედნის მახლობლად. დაიდგა 1970 წელს მოქანდაკე ბ. ავალიშვილი, არქიტექტორებიები მ. ლაითაძე, ვ. ქობულია.
დაბალპარაპეტიან ბაზალტის ფილებით მოგებულ მრგვალ ბაქანზე აღმართულია გრანიტით მოპირკეთებული კვარცხლბეკი (სიმაღლე 3 მ); რომელზეც დგას ცნობილი ქართველი მოჭიდავის სანდრო კანდელაკის ბაზალტისაგან ნაკვეთი ბიუსტი (სიმაღლე 1 მ), ათლეტური აგებულების ახალგაზრდა მამაკაცის ბიუსტი ფართოდ გაშლილი მხრებით სცილდება კვარცხლბეკის საზღვრებს. ბიუსტის ქვედა ნაწილი უხეშად გათლილი ქვის ბლოკს წარმოადგენს.