არაგოტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:33, 11 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არაგოტო – (荒事), „ძლიერი სტილი“ – შესრულების სტილი კაბუკის თეატრში. ტერმინი „არაგოტო“, რომელიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „რაიმე ძლიერს“, „უხეშს“, „გახელებულს“, წარმოიშვა XVII ს. მეორე ნახევარში, საკუთრივ ამ სტილის ჩამოყალიბებასთან ერთად კლასიკურ იაპონურ გრავიურაში და თეატრ კაბუკიში. მსახიობი თამაშობდა „არაგოტოს“ — ძალას — სხვადასხვა გამოვლინებებში. სრულდებოდა როლები, რომლებშიც ნაჩვენები იყო ძალა, სიდიადე, განურჩევლად მისი სიკეთისა თუ ბოროტებისა, კეთილშობილური მამაცობისა, თუ აღვირახსნილი ველურობისა.