გალოპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:24, 20 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გალოპი – (ფრანგ. galop - ჭენება), სწრაფი სამეჯლისო ცეკვა ორწილად ზომაში; ხასიათდება მოცეკვავე წყვილების ხტომისმაგვარი მოძრაობებით. ცეკვის ყოველი ახალი ფიგურა იწყება გარეტაქტით (და ახალი ფეხით). ფართოდ იყო გავრცელებული XIX საუკუნეში.