ჰეტეროფონია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:37, 24 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰეტეროფონია – მელოდიის ერთობლივი სიმღერა ან დაკვრა უნისონში, მრავალხმიანობის ელემენტების ეპიზოდური შერევით (გადახრა უნისონიდან).
ჰეტეროფონია წარმოიქმნება ერთობლივი სიმღერის, ან დაკვრის და მელოდიის ერთდროული შესრულების (მომღერლებისა და ინსტრუმენტალისტების მიერ) სხვადასხვა ფორმებში. ჰეტეროფონიის წარმოშობა შორეულ წარსულს უკავშირდება.