არკბუტანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 3 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არკბუტანი — (ფრანგ. arc-boutant), არქიტექტურული ტერმინი, გარეთა საყრდენი თაღი (ძირითადად გუთურ არქიტექტურაში), რომელიც კამარის განბრჯენას გადასცემს შენობის გარეთ მოთავსებულ კონტრფორსებს.
არკბუტანის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა შიდა საყრდენების ზომა, გაათავისუფლა და გაზარდა შენობა-ნაგებობათა სივრცე და ფანჯრის ღიობები.