ბატმანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:47, 13 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბატმანი – (ფრანგ. battement - აქნევა) კლასიკური ცეკვის მოძრაობათა ჯგუფი, მოცეკვავის ყოველდღიური გაკვეთილის ნაწილი, რომლითაც გამომუშავდება განშლადობა, ძალა, კუნთების სიმკვეთრე და ელასტიკურობა, სახსრების სიმოძრავე, ხოლო გართულებულ ფორმებში – მთელი ტანის მოძრაობის კოორდინაცია. კლასიკური ცეკვის სამივე სკოლა დაახლოებით 30-მდე ბატმანს ითვლის.