განშლადობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:48, 13 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განშლადობა – მოცეკვავის (ქალის ან მამაკაცის) უნარი ფეხების თავისუფალი გადაშლისა ბარძაყიდან თითების წვერებამდე. შეიძლება იყოს თანდაყოლილი, რაც უმთავრესად მენჯბარძაყის სახსრის აგებულებაზეა დამოკიდებული, ან შეძენილი ხანგრძლივი ვარჯიშის გზით. განშლადობა მოცეკვავეს საშუალებას ძლევს დაეუფლოს ცეკვის გვერდითი მოძრაობათა მთელ სიმდიდრეს.