რომანტიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:39, 13 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომანტიზმი – ტერმინით „რომანტიზმი“ ჩვეულებრივ აღნიშნავენ იდეურ და მხატვრულ მიმდინარეობას ევროპულ ქვეყნებში (XVIII-XIX-ს–ების (მიჯნა), რომელმაც ასახვა პოვა ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

სარჩევი

სახვითი ხელოვნება

სახვით ხელოვნებაში რომანტიზმი ყველაზე მკაფიოდ გამოიხატა ფერწერისა და გრაფიკაში, ნაწილობრივ – ქანდაკებაში, შედარებით ნაკლებად მკაფიოდ – არქიტექტურაში (ე.წ. „ყალბი გოთიკა“).

მუსიკა

რომანტიზმი მუსიკაში, როგორც დამოუკიდებელი (მიმართულება, ყალიბდება XIX ს-ის 10-იან წლებში, თითქმის ერთდროულად ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში, რამდენადმე მოგვიანებით – საფრანგეთში. გაიარა იდეურ-მხატვრული განვითარების რამდენიმე ეტაპი და დიდი გავლენა მოახდინა XIX ს-ისა და XX ს-ის დასაწყისის ევროპული ქვეყნების ეროვნული მუსიკალური სკოლების ფორმირებაზე. რომანტიზმი – ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მნიშვნელოვანი ეპოქაა მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში.

თეატრალური ხელოვნება

თეატრალურ ხელოვნებაში რომანტიზმი ჩამოყალიბდა 1810-40 წლებში. მკაფიოდ გამოვლინდა დასავლეთევროპული რომანტიკოსსი მსახიობების შემოქმედებაში, რომელთაც ერთმანეთთან აახლოებდა ღრმა ჰუმანიზმი და მეამბოხე სული.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები