მასტიხინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 15 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მასტიხინი, მესტიხინი – (იტალ. mastichino), ფერმწერის ინსტრუმენტი, იარაღი, წვრილი ნიჩაბი ანდა დანა. დამზადებული მკვრივი, დრეკადი მასალისაგან (ფოლადი, რქა), რომელიც იხმარება საღებავების გასალესად (უმთავრესად ზეთოვანის), ზეთოვანი საღებავის ანდა გრუნტის (ქვეფენილის) თანაბარ ფენად დასადებად, აგრეთვე პალიტრის გასაწმენდად და სურათის უკვე დაწერილი ნაწილის ასაფხეკად.