ავეჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:21, 16 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავეჯი – საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სათავსების დგამი. ავეჯი, რომელიც უტილიტარულ მოვალეობას ასრულებს, ამავე დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტერიერის არქიტექტურულ-მხატვრულ გაფორმებაში და ძველთაგანვე გამოყენებითი ხელოვნების განსაზღვრულ სფეროს მიეკუთვნება. ავეჯის უშუალო კავშირი არქიტექტურასთან ვლინდება როგორც დგამის გაბარიტებითა და სახეობით, ისე ამ საგნების მხატვრული ფორმებისა და მოპირკეთების ხასიათის შერჩევისას. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ავეჯის „ახალმა სტილმა“ („მოდერნმა“) ავეჯის ღვარჭნილი ფორმები შექმნა.
.