მუსანდარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სალოგინე თარო − ლოგინის შესანახი, დასაწყობი ადგილი. ჩვეულებრივ აჭარულ სახლში იგი ოჯახის ძირითად სამყოფ ოთახში − სექვის ბოლოში იყო გამართული. ზოგ შემთხვევაში ამ მიზნით სახლში თახჩაც იყო მოწყობილი და მასაც მუსანდარა ერქვა.

არც თუ ისე იშვიათად მუსანდარა, კარადა ლეიბ-საბნის დასაწყობად სახლის კედელში იყო დატანებული. თედო სახოკია: „კედელში გამოჭრილია მუსანდარა (ტახჩა) სადაც საბან-გობა-ნი ინახება“



ლიტერატურა

  • მიქელაძე, 1978:114; ქართული ეთნოლოგიური... 2009:303;
  • სახოკია, 1985:172; ჯავახური... 2014; ტუნაძე, 1996:96.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები