ინვენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 17 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინვენცია - (ლათ. Inventio – გამონაგონი), მცირე ზომის მუსიკალური პიესის სახელწოდება. ინვენცია წარმოადგენს და მიანიშნებს პიესის მელოდიკისა და ფორმის გამონაგონს. პირველად ტერმინი „ინვენცია“ დაამკვიდრა ფრანგმა კომპოზიტორმა კ. ჟანეკენმა (1555). საყოველთაოდ ცნობილია ი. ს. ბახის ინვენციები კლავირისათვის (1720-23). ამ ფორმას XX ს. კომპოზიტორებიც მიმართავენ.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი